გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) ოფიციალური მონაცემებით, ექსტრემალურმა სიცხემ და ძლიერმა კლიმატურმა ტალღებმა ქვეყანაში დაახლოებით 14 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია სამედიცინო წრეებში.
ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობის მკვეთრი მატება ზაფხულის თვეებში დაფიქსირებულმა ძლიერმა სიცხის ტალღებმა გამოიწვია, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ გერმანიის მრავალ რეგიონში რეკორდულ ნიშნებს მიაღწია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ხანდაზმული მოსახლეობაა. გარდაცვლილთა ყველაზე დიდი წილი 75 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე მოდის.
როგორც RKI განმარტავს, სამედიცინო დოკუმენტებში სიცხე პირდაპირ მიზეზად იშვიათად მიეთითება. მაღალი ტემპერატურა მკვეთრად აუარესებს არსებულ ქრონიკულ დაავადებებს — მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ პათოლოგიებს.