გერმანიის საბაჟო სამსახურმა დააკავა რუსული გემი "Атлантик Навигатор 2" ბორტზე ხის მასალითა და გამდიდრებული ურანით, – იტყობინება Ostsee Zeitung.
გამოცემის ცნობით, ტვირთი აშშ-ისთვის იყო განკუთვნილი. თავად გემი, რომელიც მარშალის კუნძულების დროშით ქვეშ დაცურავდა, იძულებით გაჩერდა როსტოკის პორტში.
გამოცემას როსტოკის პორტში განუცხადეს, რომ მებაჟეებმა გემის დაკავების გადაწყვეტილება ბორტზე ევროკავშირის მიერ სანქცირებული ტვირთის არსებობის გამო მიიღეს. ტვირთის ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მილიარდ ევროს შეადგენს.
193–მეტრიანი გემი ტექნიკური პრობლემების გამო გახდა იძულებული, 4 მარტს შესულიყო როსტოკის ნავსადგურში. დაზიანება სავარაუდოდ, ყინულით დაფარულ წყლებში ცურვისას მიიღო. პორტში ყოფნისას საბაჟო სამსახურმა სანქცირებული ტვირთი შენიშნა, რომელიც შემოწმებას ექვემდებარება, როგორც ყველა ტვირთი, რომელიც ევროკავშირში შედის.
გერმანია ხსენებულ გემთან და მის ტვირთთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. ძიების დასრულებამდე გემს პორტის დატოვების უფლება არ აქვს.