გერმანიაში ანტივაქსერმა მედდამ ათასობით ადამიანს ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთა

1628747643
გერმანიაში ანტივაქსერმა მედდამ 8 600-მდე ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, ჩრდილოეთ გერმანიაშ წითელი ჯვრის მედდამ გაზაფხულზე ათასობით ხანდაზმულ პაციენტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფიზიოლოგიური ხსნარით შეუცვალა.
ხელისუფლება ამ ადამიანებს მოუწოდებს, ვაქცინაცია ხელახლა გაიარონ.
ამჟამად გამოძიება გრძელდება.