გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა ოთხშაბათს 560 მილიონი ევრო გამოყო  ისრაელში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow-3-ის შესაძენად. ამ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ჯამში, გერმანია Arrow-3-ების შესყიდვაზე 4 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს. აღნიშნული რაკეტა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებადაა შექმნილი.

საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე დაამტკიცა დაახლოებით 950 მილიონი ევრო გერმანული წარმოების ექვსი IRIS-T-SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად.

"გერმანული IRIS-T SLM-ის და ისრაელის Arrow-3-ის შეძენით, ჩვენ ვაგრძელებთ ორ დიდ პროექტს ბუნდესვერის სპეციალური აქტივებიდან, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანიაში დამცავი ქოლგის შექმნას," - განაცხადა დეპუტატმა კარსტენ კლაინმა.

Arrow-3-ის სისტემას ისრაელის აეროკოსმოსური ინდუსტრია, აშშ-ის საჰაერო კოსმოსურ გიგანტ Boing-თან თანამშრომლობით აწარმოებს. კლაინმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთობლივად დაფარავენ 2400 კილომეტრის მანძილს.

Arrow-3-ის სისტემა ისრაელში 2017 წლიდან გამოიყენება, ის Iron Dome-ის ნაწილია.