გერმანია და ევროკავშირის კიდევ ხუთი წევრი ქვეყანა ბლოკის მომდევნო მრავალწლიანი ბიუჯეტის მკვეთრად შემცირებასა და მკაცრ ფინანსურ შეზღუდვებს ითხოვს.

როგორც ცნობილია, ე.წ. "ფისკალური ზომიერების" მომხრე სახელმწიფოებმა, რომელთა შორისაც, გერმანიასთან ერთად, ნიდერლანდები, ავსტრია და სხვა სკანდინავიური თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნები არიან, ევროკომისიას ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს. ისინი მოითხოვენ, რომ ბლოკის მომავალი ხარჯები მნიშვნელოვნად შეიზღუდოს და ეროვნული შენატანები შემცირდეს.

ინიციატორი ქვეყნების პოზიციით, არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა და შიდა საბიუჯეტო წნეხის ფონზე, ევროკავშირმა ფინანსური რესურსები უფრო ეფექტიანად უნდა განკარგოს. ისინი ეწინააღმდეგებიან ბიუჯეტის მასშტაბურ ზრდას, რომელსაც ევროკომისიისა და რიგი სხვა წევრი სახელმწიფოების ნაწილი სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებისა და უსაფრთხოების ხარჯების დასაფინანსებლად ითხოვს.

მსგავსი პოზიცია ევროკავშირის შიგნით, სავარაუდოდ, სერიოზულ დებატებს გამოიწვევს, რადგან დონორი ქვეყნები ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობენ, ხოლო ზოგიერთი სხვა წევრი სახელმწიფო, პირიქით, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისა და ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.