11 ივნისის ღამეს, რუსეთის ჯარებმა ხარკოვს 17 "შაჰედის" ტიპის თავდასხმის დრონით შეუტიეს.

სლობოდსკოისა და ოსნოვიანის რაიონებზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი.

დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ტროლეიბუსები, სათამაშო მოედნები და საწარმოები.

ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, შეტევა კიევის დროით,  00:31 საათზე დაიწყო და 00:40 საათამდე გაგრძელდა. რუსებმა ხარკოვის საცხოვრებელ უბნებში "შაჰედის" ტიპის 17 კამიკაძე დრონი გაუშვეს.