ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ისრაელის ყოველი მეორე მოქალაქე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალების წინააღმდეგია.
i24news-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 49% ეწინააღმდეგება შეწყალებას, 32% მხარს უჭერს მას, ხოლო 19%-ს ნეიტრალური პოზიცია უკავია.
შედეგების დეტალური ანალიზი ავლენს ძლიერ პოლიტიკურ პოლარიზაციას. მმართველი კოალიციის ამომრჩევლებს შორის 62% მხარს უჭერს შეწყალებას, 17% ეწინააღმდეგება, ხოლო 21%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ოპოზიციის ამომრჩევლებს შორის კი, პირიქით, 81% უარყოფს ამ ზომას, მხოლოდ 8% უჭერს მხარს, ხოლო 11% არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.




