მოლდოვის მოსახლეობის 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკა გარე სამხედრო აგრესიისთვის მზად არ არის. ამის შესახებ სოციოლოგიური კვლევის შედეგები მეტყველებს, რომელიც CBS AXA-მ ჩაატარა და Moldova Security Forum 2026-ის წინ წარადგინა. ინფორმაციას NewsMaker-ი ავრცელებს.
გამოკითხვის ძირითადი შედეგები:
რესპონდენტთა 82% აცხადებს, რომ არ არის საკმარისად ინფორმირებული და არ იცის, რა უნდა გააკეთოს კრიტიკულ სიტუაციაში. 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ არის მზად შესაძლო შეიარაღებული თავდასხმისთვის, ხოლო თითქმის 24% მიიჩნევს, რომ მცირედით არის მზად.
ნდობა:
ყველაზე მაღალი ნდობა საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექტორატს აქვს — 50%-ზე მეტი, ეკლესიას — 35%. მთავრობას, პარლამენტს და მოსამართლეებს კი მხოლოდ 4% ენდობა.
მთავარი საფრთხეები:
რესპონდენტთა 15%-ზე მეტი მთავარ საფრთხედ კორუფციას ასახელებს, 13,5-13,5% — სიღარიბეს და უკრაინაში ომს, ხოლო 10-10%-მდე — ენერგოდამოკიდებულებას და დეზინფორმაციას.
10-დან 6 მოქალაქე მიიჩნევს, რომ მოლდოვას კვლავ სჭირდება გარე დახმარება უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მიწისძვრა, წყალდიდობა) 33% დახმარებას პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვდა, 16% — რუსეთს, 15% — რუმინეთს, ხოლო 4-4%-ზე ნაკლები — დსთ-ის ქვეყნებს, ნატოს, გაეროს ან უკრაინას.
გამოკითხვის ყველაზე მოულოდნელი შედეგი:
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა თითქმის ორი მესამედი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამშრომლობას ევროკავშირთან და რუმინეთთან, მხოლოდ დაახლოებით 4% ხედავს ნატოში გაწევრიანებაში მოლდოვის უსაფრთხოების გამოსავალს. უმრავლესობა — დაახლოებით 45% — ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.
საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, არკადიე ბარბაროშიეს თქმით, ნატოს წინააღმდეგ განწყობა განპირობებულია აღქმით, თითქოს ალიანსი სხვა ქვეყნებზე თავდასხმისთვის ემზადება და არა თავდაცვით ალიანსად აღიქმება.
კვლევა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევების ცენტრმა CBS AXA-მ. გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 25 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, 2 009 რესპონდენტზე 18 წელზე უფროსი ასაკის. ცდომილება ±2.2%.
წყარო: newsmaker.md,
მოამზადა რაულ კაპანაძემ




