პარასკევს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ესტონეთის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი მიიღო და და 20 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნა ესტონეთში ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ის ყოველ წელს ტარდებოდა ლოზუნგით „Teeme ära!" („მოდით, გავაკეთოთ ეს“) და თანდათანობით იზრდებოდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ესტონელთა იდეის ექსპორტირება ხდებოდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს წევრი ქვეყნების კალენდარში დასუფთავების მსოფლიო დღის შეტანის შესახებ გაეროს გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის ზრდას, რაც მსოფლიო უფრო სუფთა მომავლისკენ წაიყვანს, - ამბობს ესტონეთის საგარეო მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
ესტონეთის კლიმატის მინისტრ კრისტენ მიხალის თქმით, დასუფთავების მსოფლიო დღის საერთაშორისო დღედ გამოცხადება არის როგორც ესტონეთის, ასევე მრავალი წლის განმავლობაში საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანებული მილიონობით ადამიანის უზარმაზარი აღიარება.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, დასუფთავების მსოფლიო დღის გაეროს კალენდარში შეტანის შესახებ რეზოლუციის მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროს, კლიმატის ცვლილების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია Let's Do It World-ის ერთობლივი ინიციატივის შედეგია.
ესტონეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის თანაავტორი სხვა 30 ქვეყანასთან ერთად საქართველოც იყო.
ცნობისთვის, მსოფლიოში ყოველწლიურად 2 მილიარდ ტონაზე მეტი მუნიციპალური მყარი ნარჩენი იყრება და არსებული ტენდენციები გაგრძელების შემთხვევაშია ეს რიცხვი 2050 წლისთვის გაორმაგდება.