გლობალური დათბობით გამოწვეული ზღვის დონის აწევა "ბიბლიურ მასობრივ სიკვდილიანობას" გამოიწვევს, - ასეთი პროგნოზი გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს მონაცემებით, დღეს პლანეტაზე 900 მილიონი ადამიანი დაბალ სანაპირო რაიონებში ცხოვრობს და ყველა მათგანი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა. "მთლიანი ქვეყნები შეიძლება სამუდამოდ გაქრეს", - გააფრთხილა გუტერეშმა. მყინვარების მიმდინარე დნობის ფონზე, რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან არა მხოლოდ კუნძულოვანი სახელმწიფოები, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბანგლადეში, ჩინეთი, ინდოეთი და ნიდერლანდები, განმარტა მან.
ექსპერტების აზრით, მსოფლიო ოკეანის დონის აწევას თან ახლავს გახშირებული შტორმები და წყალდიდობები. ამავდროულად, მარილის გამო დაბინძურდება ნიადაგი და წყალი, ბევრი ტერიტორია გახდება დაუსახლებელი.
გაეროს კლიმატის ექსპერტების აზრით, 1900-2018 წლებში გლობალური ზღვის დონე 15-25 სანტიმეტრით გაიზარდა. სცენარის მიხედვით, როდესაც 2100 წელს გლობალური ზღვის დონე კიდევ 43 სანტიმეტრით მოიმატებს. ტემპერატურის 3-4 გრადუსით მატებასთან ერთად, ეს მაჩვენებელი შეიძლება 84 სანტიმეტრამდე გაიზარდოს.
2023 წლის იანვრის დასაწყისში, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმად, 2100 წლისთვის, დედამიწაზე გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპით, მყინვარების 68% შეიძლება გაქრეს.