შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების დაცვის მნიშვნელობას, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, "თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნეს გამოძიებული".

"გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით", - განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.