გაერო-ს წარმომადგენლის, ჰანს გრუნდბერგის განცხადებით, იემენი ფართომასშტაბიან ომში დაბრუნების რისკის ქვეშაა.
ამასთან, ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკვების მწვავე უკმარისობას განიცდის. როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, იემენის ფრონტის ხაზზე სამხედრო აქტივობა რამდენიმე რეგიონში შეინიშნება.
ჰანს გრუნდბერგის თქმით, დაჯგუფება „ჰუსიტების“ ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა სამხედროებსა და მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ჰანს გრუნდბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ჰუსიტების განახლებული თავდასხმები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მყოფ კომერციულ გემებზე იემენს უფრო ფართო რეგიონულ დაპირისპირებაში ჩათრევის რისკს უქმნის მაშინ, როცა იემენში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება.
ცნობისთვის, იემენის მთავრობა და „ჰუსიტები“ 2022 წლის პირველ აპრილს ორთვიან ეროვნულ ზავზე შეთანხმდნენ.




