გერმანიამ და "დიდი შვიდეულის" (G7) სხვა სახელმწიფოებმა, ევროკავშირთან ერთად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში სრული სოლიდარობა გამოუცხადეს იემენის კანონიერ მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს და პროირანელ იემენელ მეამბოხეებს — ჰუსიტებს — მოუწოდეს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა სამხედრო მოქმედება, სამოქალაქო ნაოსნობის წინააღმდეგ მიმართული ყველა მუქარა და თავდასხმა და დაუბრუნდნენ პატიოსან პოლიტიკურ პროცესს".

ხელმომწერთა შეფასებით, იემენში არსებული მიმდინარე სიტუაცია "წარმოადგენს მიუღებელ საფრთხეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ასევე ნაოსნობისა და საზღვაო უსაფრთხოების უფლებებისა და თავისუფლებისთვის წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში".

გარდა ამისა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ და იაპონიამ — როგორც G7-ის წევრებმა — ევროკავშირთან ერთად, მოუწოდეს ირანს, "შეწყვიტოს ჰუსიტების შეიარაღება და მათთვის მხარდაჭერის გაწევა".