ამის შესახებ გერმანული გამოცემა tagesschau შედარების პორტალ Verivox-ის ანალიზზე დაყრდნობით წერს.
პორტალ Verivox-ის ანალიზმა, დაფუძნებულმა ენერგეტიკულ სერვის Global Petrol Prices-ის მონაცემებზე, აჩვენა, რომ გერმანიაში ელექტროენერგია ყველაზე ძვირია G20-ის ქვეყნებს შორის.
G20-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 16.3 ცენტია კილოვატზე, მაშინ როდესაც გერმანიაში კილოვატ-საათი 35,6 ცენტი ღირს.
მეორე ადგილზე მყოფ იტალიაში ფასი 34.5 ცენტია, მესამე ადგილზე მყოფ დიდ ბრიტანეთში კი 32..4 ცენტი. სხვა მსხვილ ეკონომიკებთან სხვაობა მნიშვნელოვანია: საფრანგეთში კილოვატ-საათი 23.3 ცენტი ღირს, ხოლო აშშ-ში - 18.3 ცენტი.
გერმანიაში ელექტროენერგიის მაღალი ფასების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაღალი გადასახადები და მოსაკრებლებია. Verivox-ის თანახმად, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულების 60 პროცენტზე მეტი ამჟამად გადასახადებისგან, მოსაკრებლებისგან და ქსელთან მიერთების საფასურის წილად მოდის.. ელექტროენერგიის ფასების სხვა კომპონენტებია შესყიდვის, დისტრიბუციის, მოვლა-პატრონობისა და მიმწოდებლის მომსახურების ხარჯები.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




