ტრამპის ადმინისტრაციისგან მომავალი წნეხის ფონზე უკრაინა აპირებს რუსეთს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტა შესთავაზოს - სანაცვლოდ უკრაინული დელეგაცია შეეცდება დაარწმუნოს ამერიკული დელეგაცია აღადგინონ სამხედრო და სადაზვერვო დახმარება. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
წყაროების ცნობით, უკრაინა მზად არის რუსეთს შესთავაზოს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტა - საუბარია დრონებით და შორეული რაკეტებით თავდასხმებზე, ასევე საომარ მოქმედებების შეწყვეტაზე შავი ზღვის აკვატორიაში.
გაზეთის უკრაინული წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ზელენსკის ოფისი ვაშიგნტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება და იმედი აქვთ, მათი წინადადების შემდეგ ამერიკა მზად იქნება აღადგინოს სამხედრო და სადაზვერვო დახმარება.