გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეწყვიტოს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. ამის შესახებ მერცი X-ზე წერს.
"თეირანი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეწყვიტოს რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უნდა დასრულდეს. თეირანმა არ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი. აღარ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ არც მუქარები და არც თავდასხმები", - წერს მერცი.
Tehran must return to the negotiating table and stop holding the region and the world hostage: The blockade of the Strait of Hormuz must end. Tehran must not acquire a nuclear weapon. There must be no further threats or attacks against our partners.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) May 4, 2026








