გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ კვიპროსში გამართულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი პროცესი განიხილეს.

როგორც მერცმა აღნიშნა, მან შეთავაზება გააკეთა, დაიწყოს პროცესი, რომელიც  უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების სტრატეგიას მოიცავს.

„ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება შეუძლებელია. თუმცა მე შევთავაზე, რომ ახლა დავიწყოთ პროცესი, რომელიც მოიცავს უკრაინის გაწევრიანებისთვის მომზადების სტრატეგიას“, – განაცხადა მერცმა.