ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საგარეო საქმეთა საინისტროში ეუთოს თავმჯდომარეობის სამდივნოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ეუთოს თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს შორის არსებულ დაპირისპირებას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განიხილავს და ბოლო, მე-6 პუნქტში წერს:
„6. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯარიმა არ გამოწერილა.
ელინა ვალტონენს საქართველოდან ჯარიმა არ მიუღია, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს, დღის ბოლოს.
„ამის კომენტირებისას, სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დუმილი შევინარჩუნოთ, - განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის სამდივნოს უფროსის მოადგილემ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ტონი სანდელმა.
პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ხუთშაბათს ასევე გააკეთა კომენტარი არსებულ ვითარებაზე. ის ამბობს, რომ ჯარიმა არის არაორდინარული <რეაქცია>. ორპო აცხადებს, რომ ვალტონენი მხარს უჭერდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მათ ეუთოს პრინციპების შესაბამისად შეხვდა", - წერს Yle.