ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა
ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ელინა ვალტონენის დაჯარიმების შესახებ თავის მკითხველს აუწყა და მოკლედ შეახსენა ვალტონენის ვიზიტის დროს და შემდგომ განვითარებული მოვლენები.
„ვალტონენი 14 ოქტომბერს იმყოფებოდა ოპოზიციის აქციის ადგილზე. მან ვიდეო გადაიღო საქართველოს პარლამენტის წინ დემონსტრაციის ფონზე.
ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ვალტონენთან შეხვედრის გაუქმების შესახებ. თუმცა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Yle-ს განუცხადა, რომ ფინეთმა შეხვედრა დატვირთული გრაფიკის გამო გააუქმა.
დღეს ვალტონენმა უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მიიწვია იგი ფინეთში და შესთავაზა მას შესაძლებლობა, დასწრებოდა მის მიერ არჩეულ დემონსტრაციას" - წერს Yle.