ფინეთის სასაზღვრო პოლიციამ 26 იანვარს განაცხადა, რომ ფინეთის ყურის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, ევროკომისიასთან და ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნებთან ერთად საზღვაო სამეთვალყურეო ცენტრი შეიქმნება. 

"კომპეტენტურ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უნარი და უფლებამოსილება, რომ ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მომხდარ შემთხვევებში ჩაერიოს." - განაცხადა ფინეთის სასაზღვრო პოლიციამ. 

ცნობისთვის, ბალტიის ზღვის რეგიონში მზადყოფნის დონე მაღალზეა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რეგიონში წყალქვეშა კაბელები, სატელეკომუნიკაციო ქსელები და მილსადენები დაზიანდა, ხოლო დანიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონების შეჭრის პასუხად NATO-მ ბალტიის ზღვაში სამხედრო მისია გააძლიერა.