ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, - იუწყება ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა.
"3 მილიარდამდე ევროს (3,26 მილიარდი დოლარი) ოდენობის შემოსავალია მოსალოდნელი მხოლოდ წელს, თანხის 90% უკრაინის სამხედრო მიზნებს მოხმარდება. რუსეთმა ომისთვის ფასი უნდა გადაიხადოს", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელი შემოსავლიდან 10% უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.