ევროპოლი ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროკავშირში ტერორისტული საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით ავრცელებს გაფრთხილებას.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

ევროპოლის გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ ირანში მიმდინარე კონფლიქტის გამო ევროპაში გაზრდილია ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის, კიბერთავდასხმების და დეზინფორმაციული კამპანიების საფრთხე.

ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანია უკვე გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები ირანთან დაკავშირებული ან ექსტრემისტული აქტორების მხრიდან პოტენციური თავდასხმების საფრთხის გამო.

შესაძლო საფრთხეებს შორის ევროპოლში ასევე ასახელებენ ინტერნეტ სივრცეში პოლარიზაციისკენ მიმართული მასალის სწრაფ გავრცელებას, რამაც შეიძლება, დააჩქაროს ევროკავშირში წარმოდგენილი დიასპორებისა და სხვა პირების რადიკალიზაცია.

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროპოლის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელისა და აშშ-ის ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა, ხოლო აიათოლამ ნასერ მაკარემ შირაზიმ გამოსცა ფატვა, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით ისრაელის და აშშ-ის წინააღდმდეგ წმინდა ომის დაწყებისკენ. ამასთან ერთად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ თეირანის წინააღდმდეგ ნებისმიერი ქმედება აღქმული იქნება, როგორც თავდამსხმელებთან თანამზრახველობა და ჩაითვლება ომის აქტად.

თარგმანი: პირველი არხი