ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეაჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს მიიღეს.

როგორც ევროპარლამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე აშშ-ის მხრიდან შეთანხმება ბუნდოვანია.

ასევე, ხვალისთვის ჩანიშნული კენჭისყრა გადაიდო ვაჭრობის კომიტეტშიც.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას გასული წლის ივლისში მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშინ დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. სწორედ ამ შეთანხმების რატიფიცირება უნდა მომხდარიყო ევროპარლამენტში.