უკრაინის გაზსადენით რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში Rystad Energy გავლილი წლის მონაცემებს აქვეყნებს.
გასულ წელს, ევროპამ რუსეთიდან, იმის მიუხედავად, რომ პუტინის სამხედრო ბიუჯეტის ისეთი მნიშვნელოვანი შემავსებელი წყაროს დაშრეტას ცდილობს, როგორიც სასარგებლო წიაღისეულია, თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდული რაოდენობა იყიდა.
Rystad Energy-ის ანალიტიკოსების თქმით, გემებმა ევროპულ პორტებში 17,8 მილიონი ტონა რუსული თხევადი გაზი შეიტანეს, რაც 2 მილიონი ტონით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით და ამასთან, არა მხოლოდ უბრალოდ ზრდაა, არამედ რეკორდია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპამ შეაჩერა რუსული გაზის იმპორტი მილსადენებით, მაგრამ სულ უფრო მეტად თხევად გაზს ყიდულობს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. გასულ წელს რუსეთმა კატარს გაუსწრო და გახდა ევროპის სიდიდით მეორე თხევადი გაზის მიმწოდებელი შეერთებული შტატების შემდეგ.
2024 წელს ევროპამ 49,5 მილიარდი მ³ რუსულ გაზს მილსადენებით მიიღო, ხოლო 24,2 მილიარდი მ³ კი თხევადი სახით, გემებით. თხევადი გაზის ნაწილი შემდეგ სხვა ქვეყნებში გაიყიდა.
რუსული თხევადი გაზის იმპორტმა ევროკავშირში 2024 წელს შეადგინა 7,32 მილიარდი ევრო შეადგინა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „ზრდის მიზეზი საკმაოდ მარტივია". ვინაიდან პროდუქტი სანქციებს არ ექვემდებარება, რუსები თხევად გაზს გარკვეული „ფასდაკლებით სთავაზობენ ალტერნატიულ მიმწოდებელს, ისინი კი მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და სულ უფრო და უფრო მეტ გაზს ყიდულობენ ყველაზე იაფი მიმწოდებლისგან“.