ევროკავშირი სომხეთთან სავაჭრო რეჟიმის სრულ ლიბერალიზაციას გეგმავს. ინიციატივის მიზანია ერევანსა და ბრიუსელს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და სომხეთის ევროპულ ბაზართან კიდევ უფრო დაახლოება.

სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია სომხურ მხარეს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქცია კიდევ უფრო მარტივად, შეღავათებით ან საბაჟო გადასახადების გარეშე შეიტანოს.

აღნიშნული ნაბიჯი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს სომხეთში მიმდინარე რეფორმებს და გააძლიეროს თანამშრომლობა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიმართულებით.

მხარეები ამჟამად მუშაობენ იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც ახალი შეთანხმების ამოქმედებასა და პრაქტიკულ განხორციელებას უზრუნველყოფს.