ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასებს შორის კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა.  ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო წლიური ანაზღაურების შესახებ ევროსტატის მონაცემების თანახმად, საშუალო წლიური ხელფასის ოდენობა ლუქსემბურგში ექვსჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბულგარეთში.

ევროკავშირის ქვეყნების (ნიდერლანდების გამოკლებით) საშუალო წლიური ხელფასების რეიტინგს ასეთი სახე აქვს:

1. ლუქსემბურგი 81 064€
2. დანია 67 604€  
3. ირლანდია 58 679€  
4. ბელგია 57 989€  
5. ავსტრია 54 508€  
6. გერმანია 50 998€  
7. ფინეთი 48 391€  
8. შვედეთი 44 619€  
9. საფრანგეთი 42 662€  
ევროკავშირი 37 863€  
10. სლოვენია 33 081€  
11. იტალია 32 749€  
12. ესპანეთი 32 587€  
13. მალტა 29 989€  
14. ლიეტუვა 27 178€  
15. კვიპროსი 26 430€  
16. ესტონეთი 24 899€  
17. ჩეხეთი 23 454€  
18. პორტუგალია 22 933€  
19. ლატვია 22 293€  
20. ხორვატია 21 523€  
21. სლოვაკეთი 19 001€  
22. პოლონეთი 18 054€  
23. რუმინეთი 17 739€  
24. საბერძნეთი 17 013€  
25. უნგრეთი 16 895€  
26. ბულგარეთი 13 503€  

მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით შედგენილ ხელფასების რეიტინგში პირველ ადგილზე ლუქსემბურგი რჩება, ბოლო ადგილს კი ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთი იკავებს. 

1. ლუქსემბურგი 53 745€  
2. ბელგია 48 861€  
3. დანია 46 852€  
4. გერმანია 46 775€  
5. ავსტრია 46 214€
6. ირლანდია 41 581€  
7. საფრანგეთი 39 110€
ევროკავშირი 37 863€  
8. ფინეთი 37 785€  
9. სლოვენია 36 806€
10. შვედეთი 36 516€  
11. ესპანეთი 35 574€  
12. ლიეტუვა 34 893€
13. იტალია 33 273€  
14. მალტა 32 508€  
15. რუმინეთი 32 420€  
16. ხორვატია 30 233€  
17. ლატვია 28 881€  
18. ჩეხეთი 27 867€
19. კვიპროსი 27 803€  
20. პოლონეთი 27 642€  
21. პორტუგალია 27 092€
22. ესტონეთი 25 649€  
23. უნგრეთი 24 746€  
24. ბულგარეთი 24 193€
25. სლოვაკეთი 23 647€  
26. საბერძნეთი 20 525€  

2023 წელს საშუალო ხელფასი ყველაზე მეტად გაიზარდა რუმინეთში (18%), უნგრეთში (17%), პოლონეთში (17%), ლატვიაში (16%), ხორვატიაში (16%), ბულგარეთში (14%), ლიეტუვაში (12%), სლოვაკეთში (10%) და ჩეხეთში (10%), ყველაზე ნაკლებად კი მალტაში (2%), იტალიაში (3%), საბერძნეთში (4%), დანიაში (4%), ფინეთში (4%) და კვიპროსში (4%). შვედეთში საშუალო ხელფასის 4%-იან კლება დაფიქსირდა. წლიური ხელფასები ევროკავშირში 2023 წელს საშუალოდ 6%-ით გაიზარდა.