ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციის წევრებმა დღეს ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის დამატებით 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი Telegram-ზე წერს.

"დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქმის 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ", - აღნიშნა შმიგალმა.

უკრაინის მთავრობის მეთაური ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს, რადგან უკრაინისთვის იარაღის შეძენა ევროპული მშვიდობის ფონდის მეშვეობით რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება.

"ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. "დანიური მოდელის" მიხედვით - პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან", - აღნიშნა შმიჰალმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არა მხოლოდ ძლიერდება უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, არამედ სტიმულირება ხდება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ეკონომიკისა და ინოვაციების მიმართულებით.

"კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. 200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე", - დასძინა შმიგალმა.