ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას მიაღწიეს. ერთობლივ განცხადებაში ისინი ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისკენ მოუწოდებენ. „ჰამასის" ქმედებები უმკაცრესადაა დაგმობილი.
„ევროპული საბჭო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და მოუწოდებს ყველა საჭირო ღონისძიების მეშვეობით, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნებით და ჰუმანიტარული პაუზებით, გაგრძელდეს სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და დახმარება მათთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს", - ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.
ევროსაბჭო მკაცრად გმობს „ჰამასს" და მის სასტიკ და განურჩეველ თავდასხმებს, აღნიშნავს, რომ მშვიდობიან მოქალაქთა ცოცხალ ფარად გამოყენება განსაკუთრებით სავალალო სისასტიკეა, მკაფიოდ აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მხარს უჭერს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას.