ევროკავშირი, შვედეთი და გერმანია უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 44 მილიონ ევროს გამოყოფენ.

ევროკავშირი იწყებს საგრანტო კონკურსს, რომელიც 2025 წლის მაისიდან იწყება, 14 მილიონი ევროს ოდენობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად. აქედან 5 მილიონი ევრო გამოიყოფა გენდერული ლიდერობისა და კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიების შემუშავებაზე.

ამასთან, შვედეთი და გერმანია დამატებით დახმარებას გაუწევენ 17 მილიონი ევროს ოდენობით. ევროკავშირი ასევე დააჩქარებს 13 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს გრანტების დაფინანსებას სამოქალაქო საზოგადოების პროექტებისთვის, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის, ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, სოციალური ერთობისა და მდგრადი განვითარების სფეროებში.

თარგმანი: პირველი არხი