ევროკავშირმა წლის პირველ ნახევარში რუსეთში ღვინის ექსპორტი 8 პროცენტით გაზარდა. ინფორმაციას ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთში ევროკავშირის ღვინის ექსპორტი 8%-ით გაიზარდა და 239.7 მილიონ ევროს მიაღწია.
ივნისში, ევროკავშირიდან რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობა ფულად გამოსახულებში 39.1 მილიონ ევრო იყო.
იტალია - 15,5 მილიონი ევრო
ლატვია - 7.6 მილიონი ევრო
საფრანგეთი - 3.9 მილიონი ევრო
პოლონეთი - 3.7 მილიონი ევრო
ესპანეთი - 3.3 მილიონ ევრო
გერმანია - 2.4 მილიონი ევრო
პორტუგალია - 1.3 მილიონი ევრო
ლიეტუვა - 595,000 ევრო
ავსტრია - 442,000 ევრო
ესტონეთი - 128,000 ევრო
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ ივლისში რუსეთში ღვინის ექსპორტი ყველა ევროპელმა მიმწოდებელმა გაზარდა, მათგან ყველაზე მეტად კი ესპანეთმა და ლატვიამ (2-ჯერ მეტად) და იტალიამ, პორტუგალიამ და გერმანიამ (თითქმის ორჯერ)




