UEFA ჩემპიონატის მეკარეების რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, 20 სეივით უპირობო ლიდერია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მორიგი თამაში 30 ივნისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.