ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. 

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ ეუთო-ს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.