ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა 20minutos ავრცელებს.

კოკისპირული წვიმებით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 95 ადამიანი (92 ვალენსიის რეგიონში, 2 კასტილია ლა-მანჩაში და 1 მალაგაში) დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი და ჩვილი, - წერს 20minutos.

გამოცემის ცნობით, ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.