საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დასრულდა უკრაინის საკითხზე აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკება

ერ-რიადში დასრულდა აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებები.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, „შეხვედრამ კარგად ჩაიარა", იყო „სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე“. 

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ უკრაინაში არსებულ ვითარებას და  ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხს და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას მათი შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა. 

მოლაპარაკებებში, რომელიც 4,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, აშშ-ის მხარეს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი, რუსეთის მხარეს კი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის  აღმასრულებელი დირექტორი კირილ დმიტრიევი  

მოლაპარაკებები გაიმართა სამეფო ოჯახის ერთ-ერთ სასახლეში, ად-დირიაში, ალ-ბასატინის კომპლექსში.