ევროპის სახალხო პარტია (EPP) 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. EPP თვითმმართველობის არჩევნებს ფარსს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

"როდესაც ქართველი ხალხი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ქართული ოცნებამ 4 ოქტომბერს ჩაატარა კიდევ ერთი ფარსი არჩევნები - საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი ამომრჩევლის აქტივობით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებდნენ, რეჟიმის ოპონენტების მიმართ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე", - წერია EPP-ის განცხადებაში.

EPP მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები, ასევე პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. პარტია ევროკავშირის ქვეყნებსაც მოუწოდებს "დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მის თანამზრახველებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის შელახვაში."

"ბოლო დაკავებები და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან დევნის მორიგი მუქარები მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროევროპული ოპოზიციის განეიტრალებას და საზოგადოების სრულად შიშით მართვას.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მის თანამზრახველებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის შელახვაში", - აღნიშნულია განცხადებაში.