ოსკარის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა, ენიო მორიკონემ მეექვსე ნომინაციის შემდეგ, საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ოსკარი მიიღო.
მორიკონე კვენტინ ტარანტინოს ფილმის "საძულველი რვა" გაფორმებისთვის დააჯილდოვეს.
ჯილდოს მიღების დროს მორიკონემ განაცხადა:
"არ არსებობს კარგი მუსიკა, კარგი ფილმის გარეშე, რომელიც შთაგაგონებს".
აღსანიშნავია, რომ აქამდე მორიკონე 1979, 1987, 1988, 1992, 2001 წლებში იყო ნომინირებული, თუმცა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო პირველად სწორედ წელს მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2007 წელს კინოაკადემიამ იტალიელ კომპოზიტორს საპატიო ჯილდო, "ფილმების მუსიკაში დიდებული და მრავალმხრივი შეტანილი წვლილისთვის" გადასცა.