ემანუელ მაკრონმა და მარკ რუტემ სატელეფონო საუბრისას 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისთვის მომზადების საკითხები განიხილეს.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ნატო-სთან კოორდინაციით ვიმუშავებთ უკრაინისთვის საიმედო უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე. ეს არის აუცილებელი წინაპირობა მშვიდობისკენ საიმედო წინსვლისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას ასევე განხილული იქნება რუსეთის პოზიცია, „რომელიც აგრძელებს თავის დამპყრობელ ომს და უარყოფს მშვიდობას“.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

თარგმანი: პირველი არხი