საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკონი მხარდაჭერას უცხადებს იუნესკო-ს, ორგანზიაციიდან აშშ-ის გასვლის განცხადების ფონზე.

როგორც საფრანგეთის ლიდერი სოციალურ ქსელ X-ში წერს, იუნესკო არის „ოკეანის, განათლების, კულტურის და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალური დამცველი“.

„ურყევი მხარდაჭერა იუნესკო-ს, ოკეანის, განათლების, კულტურის და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალურ დამცველს. აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს“, – წერს ემანუელ მაკრონი.

დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა იუნესკო-ს გენერალურ მდივანს ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

როგორც უწყება აცხადებს, იუნესკო-ში მონაწილეობის გაგრძელება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

უწყების ცნობით, იუნესკო-ს წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად, აშშ-ის გასვლა ორგანიზაციიდან 2026 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. ამ ვადამდე აშშ რჩება იუნესკო-ს სრულუფლებიან წევრად.

აშშ-მა იუნესკო-ს გენერალურ მდივანს ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ორგანიზაციაში მონაწილეობის გაგრძელება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

თარგმანი: პირველი არხი