„ტკივილი რჩება ისეთივე მწვავედ, როგორც ერთი წლის წინ იყო. ისრაელელი ხალხის ტკივილი და დაჭრილი კაცობრიობის ტკივილი. ჩვენ არ გვავიწყდება მსხვერპლები, არც მძევლები, არც ის ოჯახები, რომლებიც დამწუხრებული არიან დანაკლისით ან ოჯახის წევრების ლოდინით“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის ერთი წლის თავს.
შეგახსენებთ, დღეს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წალი გავიდა.7 ოქტომბერს გამთენიისას ისრაელში „ნოვას“ მუსიკალური ფესტივალის მსვლელობის დროს რაკეტები ისროლეს, „ჰამასის“ წევრები კი ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და იქ შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ფესტივალის მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი „ჰამასის“ წევრებმა მძევლად აიყვანეს, ზოგმა გაქცევა და დამალვა მოახერხა. ფესტივალის პარალელურად, „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელი-ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარე დასახლებებშიც შეიჭრნენ. არსებული მონაცემებით, 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს, 97 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. ომის დაწყების შემდეგ კი ღაზის სექტორში 41 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უმეტესი მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
7 octobre.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) October 7, 2024
La douleur demeure, aussi vive qu’il y a un an. Celle du peuple israélien. La nôtre. Celle de l’humanité blessée.
Nous n’oublions ni les victimes, ni les otages, ni les familles aux cœurs brisés par l’absence ou l’attente. Je leur adresse nos pensées fraternelles.