აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები "დიდი შვიდეულის" ფარგლებში მომდევნო კვირას შეხვედრას გამართავენ.

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ვერსალის სასახლეში 17 ივნისს შეხვდებიან.

როგორც ელისეის სასახლე იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ტრამპს ოთხშაბათს ვერსალის სასახლეში შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავ ვახშამზე უმასპინძლებს.

"დიდი შვიდეულის" სამიტი საფრანგეთში 15-17 ივნისს იმართება.