აშშ-ის პროკურატურამ ბრალი წაუყენა რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ქსელის, RIS Network-ის ხუთ წევრს, რომელიც რუსი დისიდენტების მკვლელობათა სერიის განხორციელებას ცდილობდა, მათ შორის — ლიეტუვაში. ამის შესახებ ოთხშაბათს ესპანური გამოცემა El Mundo იტყობინება.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ფედერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა დემოკრატიული ძალების წარმომადგენლის, გარი კასპაროვის მკვლელობას აშშ-ში. ზაფხულში შეერთებული შტატების ხელისუფლებამ Free Russia Forum-ის დამფუძნებელს აცნობა, რომ ის კრემლის "სამიზნეს" წარმოადგენდა. ამასთან, 2013 წელს ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ პირველად, მას სპეციალური დაცვა გამოეყო, განაცხადეს მის გარემოცვაში არსებულმა წყაროებმა.
როგორც El Mundo წერს, კიდევ უფრო წინწასული იყო ილია პონომარიოვის მკვლელობის გეგმები — ერთადერთი რუსი დეპუტატისა, რომელმაც ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ მისცა ხმა და უკრაინის ტერიტორიულ დაცვასთან თანამშრომლობდა.
ორივე პოლიტიკოსის მკვლელობა აშშ-ში იგეგმებოდა, მესამე მსხვერპლის კი — დანით მოკვლა (ან ბენზინით დაწვა) ვილნიუსში.
სამიზნეებს შორის შესაძლოა, ყოფილიყო დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი ვლადიმერ კარა-მურზაც. გარდა ამისა, 2024 წლიდან თვალთახედვის არეში იმყოფებოდა ივან ტიუტრინიც, რომელიც ლიეტუვაში დევნილობაში ცხოვრობს და ვილნიუსში კასპაროვთან ერთად "თავისუფალი რუსეთის ფორუმი" დააფუძნა.




