რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში აალებადი სითხეებისა და რეზინების საწყობებში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Telegram-ზე ავრცელებს. 

უწყებამ თავდაპირველად გაავრცელა ცნობა, რომ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა მოგვიანებით განახლებაში თქვა, რომ ხანძარი 4 000 კვადრატულ მეტრამდე გავრცელდა.

ხანძარმა ორი საწყობი მოიცვა და ტყესაც მოედო. უწყება დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.