პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე რეალურია. ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.

"Polexit დღეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს! ეს სურთ როგორც კონფედერაციებს [პარლამენტში მყოფი პარტიები "კონფედერაცია" და "პოლონეთის გვირგვინის კონფედერაცია"), ისე პარტია "კანონი და სამართლიანობის" (PiS) უმრავლესობას.

ნავროცკი მათი მფარველია. რუსეთს, ამერიკულ პარტია MAGA-ს და ევროპელ მემარჯვენეებს ორბანის მეთაურობით ევროკავშირის განადგურება სურთ. ეს პოლონეთისთვის კატასტროფა იქნება. ყველაფერს გავაკეთებ მათ შესაჩერებლად", - წერს ტუსკი.