პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს არ დააპატიმრებენ, თუ ის პოლონეთში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩავა.
ტუსკის თქმით, მან პოლონეთის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს სთხოვა გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარდაჭერა.
"ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სასამართლოს ორდერი, მეორე მხრივ, ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ისრაელის პრეზიდენტს ან ისრაელის სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს აქვთ სრული უფლებები და უსაფრთხოების განცდა საიუბილეო ღონისძიებებზე", - განაცხადა მან.
"ვერ წარმომიდგენია, რომ ისრაელის პოლიტიკური ლიდერები ვერ შეძლებენ უსაფრთხოდ მონაწილეობა მიიღონ ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიებაში, ეს სრულიად მიუღებელია", - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.
ცობისთვის, გასული წლის ნოემბერში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები 21 ნოემბერს გასცა.