ევროპის ეს ნაწილი აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ განწირულები კორუმპირებული და ავტორიტარული მმართველობისთვის, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობა, სამწუხაროდ ასეთი გახდა მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ, – ამის შესახებ დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ახლა მხოლოდ უნგრეთზე ვფიქრობ და გული სიხარულით მევსება, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვესაუბრე პეტერ მადიარს, მივულოცე და მოკლედ ვისაუბრეთ ვარშავაში მისი ვიზიტის შესახებ. როგორც იცით, მან ვარშავა თავისი პირველი ვიზიტის დანიშნულების ადგილად დიდი ხნის წინ აირჩია, საკმაოდ აშკარა მიზეზების გამო. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები აბსოლუტურად გამორჩეული იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია ამ არჩევნების შედეგით, რადგან ეს აჩვენებს, რომ ასეთი ტენდენცია არ არსებობს. ყველას ეშინოდა, რომ ეს ტენდენცია გარდაუვალი იყო, ავტორიტარული რეჟიმები, კორუმპირებული რეჟიმები, ეს მათი დრო იყო, მაგრამ ასე არ არის. ჯერ ვარშავა, შემდეგ ბუქარესტი, კიშინეუ, ახლა ბუდაპეშტი. მიხარია, რომ ევროპის ეს ნაწილი აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ განწირულები კორუმპირებული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობა, სამწუხაროდ, სწორედ ასეთად იქცა. ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც პოლიტიკაში მორალი, წესიერება, პატიოსნება და სიმართლე იმარჯვებს ბოროტებაზე, ძალადობასა და ტყუილზე. იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ პოლიტიკა იმდენად ცინიკურია, რომ მატყუარამ და მოძალადემ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ეს ასე არ არის”, – განაცხადა ტუსკმა.