აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიან ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე.

ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი.