ეგვიპტეში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი პრეზიდენტად მოიხსენია.
"ძალიან ვაფასებ შენ აქ ყოფნას, ბატონო პრეზიდენტო", – მიმართა ტრამპმა კარნის.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კარნიმ ტრამპს ხუმრობით უთხრა, რომ მოხარულია მისი პრეზიდენტად დაწინაურების გამო, რაზედაც ამერიკის ლიდერს გაეცინა.
"ყოველ შემთხვევაში, გუბერნატორი მაინც არ მითქვამს", – იხუმრა ტრამპმა, რა დროსაც მიკროფონი ჩართული იყო.