აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდებაზე. იუწყება Bloomberg.

ბომბების შესახებ გადაწყვეტილება შეესაბამება ტრამპის დაპირებებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს და თანამდებობის დაკავების დღიდან ისრაელს მიაწოდოს რესურსები, რომლებიც, მისი თქმით, სჭირდება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასასრულებლად.

"მათ დღეს გავათავისუფლებთ. ისინი მათ დიდი ხანია ელოდნენ, ბომბები დიდი ხანია საწყობში ეწყო", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეკითხვაზე, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ტრამპმა უპასუხა: "რადგან მათ იყიდეს ისინი".

ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა მაისში შეაჩერა ისრაელში დაახლოებით 3500 ბომბის მიწოდება - მათ შორის 900-კილოგრამიანი ბომბების, რათა შეეზღუდა სამოქალაქო მსხვერპლი მჭიდროდ დასახლებულ ღაზის ქალაქ რაფაში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანიის დროს.

ეს ნაბიჯი ბაიდენის ადმინისტრაციის უკმაყოფილების ყველაზე სერიოზული ნიშანი იყო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ომის მიმართ.