აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანის საგარეო უწყების განცხადება, რომ თეირანი პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ აპირებს და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილია და აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადში გაემგზავრა. ამის შესახებ მან  New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, მზად არის ირანის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს.

"მოლაპარაკებები უნდა შედგეს. ამ ეტაპზე ვვარაუდობ, რომ აღარავინ თამაშობს თამაშებს", - განაცხადა ტრამპმა. 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი უკვე გაემგზავრნენ ისლამაბადში, რათა შეხვედრებისთვის მომზადება დაიწყონ.