აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვულ განიარაღებაზე მუშაობს და ეს საკითხი ალასკაში პუტინთან შეხვედრის დროს განიხილა. მისივე თქმით, რუსეთი ამისთვის "მზად არის" და ფიქრობს, რომ ჩინეთიც მზად იქნება. ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯაე მიუნგთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

"ერთი რამ, რასაც რუსეთთან და ჩინეთთან ვცდილობთ, ბირთვული განიარაღებაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი რამაა, რაც პრეზიდენტ პუტინთან იმ დღეს განვიხილე - მხოლოდ ეს არ ყოფილა, სხვა რაღაცებიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, ბირთვული განიარაღება ძალიან დიდი მიზანია, თუმცა რუსეთი ამის გასაკეთებლად მზად არის და ვფიქრობ, რომ ჩინეთი ასევე მზად იქნება. ვერ დავუშვებთ, რომ ბირთვული იარაღი გავრცელდეს. ბირთვული შეიარაღება უნდა შევაჩეროთ, ზედმეტად დიდი ძალაა". - თქვა ტრამპმა.